“ქართული ოცნება” ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ეროვნული ბანკი” ლარის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში დროულად უნდა ჩარეულიყო და ვითარების გართულება არ დაეშვა. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზერვები ქვეყანაში სწორედ კრიზისის თავიდან ასაცილებლად არსებობს.

“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ დეპუტატები მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც გიორგი ქადაგიძე პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგება.

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე, აცხადებს.

„არ მინდა, რომ ვინმე აჰყვეს ემოციებს, რომ არიქა, იმპიჩმენტის საკითხია. როცა შეცდომებსა და ხარვეზებზეა საუბარი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ. მოვა ამის დრო, როცა “ეროვნული ბანკი” გააკეთებს ანგარიშს, თუ არ ვცდები, მაისში და ჩვენ მაისში გვექნება იმის საშუალება, რომ გავაანალიზოთ. შეიძლება მადლობა ვუთხრათ, შეიძლება საყვედური ვუთხრათ და შეიძლება იმპიჩმენტის თემაც დავაყენოთ. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ. მანამდე ვნახოთ, რას როგორ გააკეთებს ესა თუ ის სტრუქტურა,“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ.

„არანაირი პოლიტიკური თავდასხმა “ეროვნულ ბანკზე” ხელისუფლებისგან არ ყოფილა და ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ შექმნით,“ – აცხადებს ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე.

იმპიჩმენტის პროცედურა რთული პროცედურაა. “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ხმაურით მიმდინარეობს- რაზე მსჯელობენ დეპუტატები?
შემდეგი სტატია“მრეწველები” პარლამენტის საგანგებო სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ