“ქართული ოცნება” ფრაქციის სხდომას მართავს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება უმრავლესობის სხდომა. დღევანდელი სხდომების განსახილველ საკითხთა შორის არის, დათანხმდება თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტს კონსულტაციებზე.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დღეს უმრავლესობის სხდომაზე ასევე მხარს დაუჭერენ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე.
დღეს ასევე განიხილება საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მხრიდან, მათ შორის უმრავლესობიდან წარსადგენი კანდიდატურები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობა საპროკურორო საბჭოში უმრავლესობის კვოტით ეკა ბესელიას ან მანანა კობახიძეს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4049 ლარია