“ქართული ოცნება” საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

საშემოდგომო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი შეისწავლიდა საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნის ლეგიტიმურობას, შეიცვალა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა არ იქნება სწორი გადაყწვეტილება.

“კომისიის შექმნას, რომელიც მოწოდებული და ორიენტირებულია სკანდალზე, მხარს ვერ დავუჭერ. არა იმიტომ, რომ განმცხადებლების პატივისცემა არ გაგვაჩნია. ბევრი საკითხის განსახილველად არსებობს თუნდაც საპარლამენტო კომიტეტი,” – აცხადებს დეპუტატი გია ვოლსკი.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც აცხადებს, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“მეცნიერების აზრი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. თუ ჩვენ, დეპუტატებმა შევქმენით კომისია, ვერ გადავწყვეტთ, არის თუ არა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რამდენად კანონიერად მოეხსნა მას ეს სტატუსი, ამ საკითხს კი სასამართლო იხილავს,” – ამბობს დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაში“ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაც აფარებს ხელს ამ დანაშულს,” – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატია“თბილისს ასეთი უუნარო მერი და მმართველობა არასდროს ჰყოლია”