“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებსპოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ყირიმთან დაკავშირებით ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი
შემდეგი სტატიასენაკში ყოფილ ნაციონალებს, მათივე თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაულები ფილმად უჩვენეს