„ქართული მხრიდან მართული მოსამართლე მიიღებდა იმ გადაწვეტილებას, რაც უნდოდა ქართულ ოცნებას“

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაში საპარლამენტო უმრავლესობა განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავ. კურიერთან შეფასება საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა და თქვა, რომ მოსამართლე მოქმედებდა მტკიცებულებების საფუძველზე და თუკი დღევანდელ მფლობელებს მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოსწონთ მათ აქვთ უფლება ზედა ინსტანციებში გასაჩივრების.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდა. „ქართული ოცნების მხრიდან მართული მოსამართლე მიიღებდა იმ გადაწვეტილებას, რაც უნდოდა ქართულ ოცნებას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქმე სამართლებრივ ნონსესთან გვაქვს, რომლითაც მოსამართლე ურთმელიძემ კეთილსინდისიერი მყიდველის ცნება სამოქალაქო პროცესში ჩამოანგრია.

„რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება აღსრულებასთან დაკავშირებით ალბათ ჩვენ მყისიერად ვნახავდით დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაში“ურთმელიძე გახდა ზედსართავი სახელი, აღნიშნავს უსამართლობას, ყველაფერს ცუდს”
შემდეგი სტატია“იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“