ქართული მხარე თიბილოვის განცხადებას პროვოკაციას უწოდებს

ცხინვალში რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე გამოეხმაურა. ქართველი პოლიტიკოსები ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოფიციალური თბილისის პასუხი მხოლოდ დიპლომატია იქნება. ამავე თემაზე განმარტებები დეპუტატებმაც გააკეთეს.

„ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური ქართველების წმენდას ჰქონდა ადგილი, ზუსტად იმის გათვალისწინებით, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ჩვენ ოკუპირებულ რეგიონში, რა თქმა უნდა, მსგავს ღონისძიებებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა და ძალა არ ექნება“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით ცხინვალში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება, არის დიდი სიცრუე
შემდეგი სტატიამანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს