ქართული მაფია საბერძნეთში გავლენას ზრდის

federico-vareseიტალიური ,,ლა სტამპაში, გამოქვეყნებულ სტატიაში, მიმომხილველი ფედერიკო ვარეზე წერს, რომ ქართული მაფია საბერძნეთში ნარკოტიკებით ვაჭრობასა და პორტების გაკონტროლებაზე დებს ფსონს…

,,მაშინ, როცა საბერძნეთის მოქალაქეები ღებულობენ მონაწილეობას რეფერენდუმში და არკვევენ, ,,არა,, თუ ,,კი,, უთხრან ევროპელი კრედიტორების მიერ შეთავაზებულ პროგრამას… და მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები არკვევენ თუ როგორი შედეგები ექნება ბერძნულ კრიზისს და როგორია ამ ყველაფერში მოსკოვის როლი… ამასობაში საბერძნეთი უკვე შევიდა იმ ორბიტაში, რომლის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს პოსტსაბჭოთა მაფია აკონტროლებს. ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ათენსა და სალონიკში მსხვილ მეწარმეებისაგან გადასახადებს იღებენ. კრიმინალური დაჯგუფებები, იყენებენ საბერძნეთს ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში დანაშაულის ჩასადენად და მათ ხელში საკმარისი სახსრებია იმისათვის, რომ საბანკო სისტემის ნაწილი და კორუმპირებული ბერძენი ჩინოვნიკები იყიდონ,, წერს იტალიელი ჟურნალისტი.

ვარეზეს აზრით, ქართველი კრიმინალების საბერძნეთში მოხვედრას და იქ მაფიის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო პრეზიდენტ სააკაშვილი დროს საქართველოდან კრიმინალური ავტორიტეტების დევნამ… ,,საქართველოდან გაქცეულმა კრიმინალებმა სანერძნეთს შეაფარეს თავი, რადგან იქ პასპორტის ყიდვა ადვილი იყო… და რადგან ამ ქვეყანას ადგილობრივი მაფიოზური დაჯგუფებებიც არ ყავდა, თვითონ ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მაფია,, წერს იტალიელი კორესპოდენტი.

კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ფრედერიკო ვარეზეა აცხადებს, რომ საბერძნეთში სადაც 400.000-მდე ქართველი ცხოვრობს, ამ დროისათვის 100-მდე კანონიერი ქურდია, რომელთა უმეტესობაც ეთნიკური ქართველია. ,,თითოეულ ამ კრიმინალურ ავტორიტეტს ყავს თავისი ,,ოჯახი,, , ჯგუფი,  რომელიც 10 დან 20 ადამიანამდე შედგება… ეს მთელი არმიაა კრიმინალიტეტისა… რომლებიც არეკეტებენ ღამის დაწესებულებებს და ეთნიკურ დისკოთეკებს, სალონიკსა და ათენში… რომლებიც აკონტროლებენ ნარკოტიბეს და ინტერესები აქვთ ქვეყნის ლეგალურ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა პორტები და საბანკო სისტემები,, წერს ვარეზე, რომელიც სტატიის დასასრულს აღნიშნავს, რომ ,,მაშინ როცა საბერძნეთი ქაოსისკენ მიექანება და ევროპელები ვერ პოულობენ საერთო ენას, პოსტსაბჭოთა მაფიოზებს უკვე აქვთ თავიანთი გეგმა ძველი კონტინენტისადმი მიმართებაში,,

 

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის ბიუროში ნგრევისას დაღუპული ორი ადამიანის ექსპერტიზა დასრულდა
შემდეგი სტატიანასვამ მდგომარეობაში მუშაობა და ნარკოტიკების მოხმარება- სამართალდამცავებმა ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი დააკავეს