ქართული დელეგაცია ეუთო-ს არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

10 ივლისს, ჰელსინკში, ეუთო-ს მაღალი დონის არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დიდი უმრავლესობა მინისტრის მოადგილეების დონეზე იქნება წარმოდგენილი.
დელეგაციები იმსჯელებენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისზე, ეუთო-ს როლზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.
“ქართული მხარე რა თქმა უნდა, ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის უარყოფით შედეგებზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის”, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა აქვს
შემდეგი სტატიადავით კერესელიძე – ბერძენი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ