„ქართული დასი“ კალაძის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებს

ჯონდი ბაღათურია:-„ახალ სახეებს კლუბებში რომ ეძებენ არ მოგწონთ ?

ჯონდი ბაღათურია:-„ახალ სახეებს კლუბებში რომ ეძებენ არ მოგწონთ ?„რადგან კახა კალაძესა და სამინისტროს თანამშრომლებს არ ასვენებთ პირადი ინტერესები, ტარიფი გაზარდონ არა მარტო გაზზე, არამედ ელექტროენერგიაზე, რასაც ჯერჯერობით მალავენ და ხალხს არ ეუბნებიან, თუმცა, მე დანამდვილებით ვიცი, რომ თბოელექტროსადგურების მხრიდან განაცხადია შესული, რომლებიც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას ითხოვენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი მადა საპროტესტო აქციებით დავაბალანსოთ“-აცხადებს “ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. მისივე განცხადებით კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს უნდა ჩამოშრდეს და თუ მთავრობასაც ჩამოაშორებენ, უკეთესი იქნება.
აქიაზე ტარიფების ზრდის შემცირებას და კახა კალაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. „ქართული დასის“ ლიდერი კალაძეს, სამინისტროში კლანური მმართველობის დანერგვაშიც ადანაშაულებს.
პირველი საპროტესტო აქცია, ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინოვორასიის ბოევიკებმა ნემცოვის მკვლელობა აღიარეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიავინ ემუქრება ემზარ ქვარიანს და რა გამოწვევა მიიღო „ნაციონალებისგან“