ანკარას ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი საფრანგეთის მოქალაქე საქართველოს ინტერპოლის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
38 წლის ჰალის აიდოგანი საქართველოში ბელარუსიდან შემოვიდა. დაკავებულს ბრალი თურქული კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობისთვის აქვს წაყენებული.
დაკავებული აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები.