ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

patriarqi-8ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ადამიანის ბუნებაზე ისაუბრა და საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავლი დალოცა.
“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ დალოცოს საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. ჩვენ, მართალია, ცოდვებში ვვარდებით, მაგრამ უფალი ხედავს ქართველი ადამიანის გულს. ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს საქართველოს. გამთლიანდება საქართველო და ჩვენი სახელები ჩაწერილი იქნება “წიგნსა ცხოვრებისასა”, –  ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ იერუსალიმში მიმავალი ჯგუფი დალოცა, რომელმაც ხელთუქმნელი ცეცხლი საქართველოში უნდა ჩამოიტანოს.

banner
წინა სტატიაშიმომხდარი შემთხვევა ძალიან ჰგავს ბორჯომის შემთხვევას-ვახტანგ გომელაური
შემდეგი სტატიარომის პაპმა მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა