ქართველთა ომი უკრაინისთვის – ინტერვიუ დავით მარტიაშვილთან

10944907_403785176448342_1027117212_nქართულ საზოგადოებაში, უკრაინაში ხელისუფლების მხარეს მეომარი ქართველებისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ერთნი ამ ადამიანებს თავისუფლებისათვის მებრძოლებად წარმოგვიჩენენ, მეორენი კი – ფულსა და მაღალ ანაზღაურებას დახარბებულ მეომრებად გვაჩვენებენ მათ… ზოგს კი, წინა ხელისუფლების პროპაგანდით გაბრუებულ გზას აცდენილ მებრძოლებად წარმოუდგენია ისინი. სადღაც ალბათ ასეთებიც არიან… თუმცა ადამიანები, როდესაც სიცოცხლეს სწირავენ, გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლე მეტწილად ფასდაუდებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლის საფასური, სხვისი, უფრო ძვირფასი სიცოცხლის გადარჩენაა, ან კიდევ მიზანი და იდეა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტელევიზიებში ხშირად გადის სიუჟეტები უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე, ეს სიუჟეტები ძირითადად უკვე გარდაცვლილ მეომრებზეა და მეტწილად პროპაგანდისტული. ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ უმჯობესია სიცოცხლეშივე გაიცნოს უკრაინაში მეომარი თანამემამულეები, მათი სურვილები და მოტივაცია, მათი პრობლემები და გულისტკივილი, მათი ბედი თუ უბედობა. ამიტომაც ,,თაიმერმა,, მიმართა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საომრად ჩასულ პირველ ქართულ ათეულს. კონკრეტულად კი ბატალიონ ,,დონბასის,, აწ უკვე ყოფილ წევრის, დღეიდან კი ახლადშექმნილი 46 – ცალკეული სპეც-დანიშნულების ბატალიონ ,,დონბას-უკრაინა,,ს მეთაურის პირველი მოადგილეს, დავით მარტიაშვილის, რათა მისგან გაგვეგო იმ საკითხების შესახებ, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით. დარწმუნებული ვართ, რომ ,,თაიმერის,, ეს მასალა, საზოგადოებისათვის საინტერესო, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ ქართველებზე, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

აღსანისნავია, რომ დავით მარტიაშვილმა და სხვა ქართველმა მეომრებმა, თავიანთ უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად, ბატალიონის ყოფილ მეთაურთან სემიონ სემიონჩენკოსთან (ამჟამად რადას დეპუტატია) დაპირისპირების გამო დატოვეს ყოფილი ბატალიონი ,,დონბასი,, სადაც ისინი 7 თვის მანზილზე იბრძოდნენ. ბატალიონიდან წამოსული მებრძოლები, ყოფილ მეთაურსა და დეპუტატს ბრალს სდებენ, როგორც უცხოელი მეომრებისათვის სტატუსის მოუგვარებლობაში, ასევე იელოვაისკის ტრაგედიაში, როდესაც ბატალიონმა თავისი პირადი შემადგენლობის 70% დაკარგა, ტყვეებისა და დაღუპულების სახით.

ჩვენი რესპოდენტი დავით მარტიაშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან მსახურობდა გვარდიაში და 1991 წლიდან მოყოლებული, დღემდე ყველა ომის მონაწილეა საქართველოში. მას გვარდიის ვიცე პოლკოვნიკის წოდება აქვს. მის თანამებრძოლებსაც, რომლებმაც მასთან ერთად, 2014 წლის 23 ივნისს, ქართველთაგან პირველებმა მისცეს ერთგულების ფიცი უკრაინელ ხალხს, ყველას აქვს საბრძოლო გამოცდილება საქართველოს ფარგლებში მიმდინარე კონფლიქტებში. არიან ისეთების, რომლებიც 1991-93 წლის სამოქალაქო ომის დროს, ზოგი გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, ზოგიც კიტოვანის… ამჟამად კი, მხარდამხარ იბრძვიან უკრაინისათვის. დანარჩენს კი თავად რესპოდენტი მოუყვება ,,თაიმერს,, .

10935960_403785239781669_78380208_o

-დავით! რამდენი იყავით ვინც პირველად ჩახვედით და უკრაინის ერთგულებაზე ფიცი დადეთ?

– ცხრანი ვიყავით: მე, ირაკლი ქურასბედიანი, დავით ებრალიძე, მერაბ კონცელიძე, გოჩა ბალახაშვილი, ზაზა ინიარიძე, დავით ონიანი და კიდევ ორი, რომლებზეც ლაპარაკი არ მინდა…

– რატომ?! მათ შორის ,,დობერმანი,, ხომ არ იყო?
-კი.

-ახლა სად არის ,,დობერმანი,,?

– სახლში ზის და ჩემს მოკვლას გეგმავს.

– რატომ?

-ქართველებს რომ გვარცხვენდა და ნიღაბი რომ ჩამოვხსენი, იმიტომ. არ მინდა მაგათზე საუბარი!

-პირველად ჩასულებიდან ყველანი ცოცხლები ხართ?

-კი . ზოგი დაიჭრა, ზოგიც ტყვედ იყო ჩავარდნილი მაგრამ დღემდი ყველა ცოცხალი ვართ.

– დავით! პირველად როცა დაგიკავშირდი, მაშინ მითხარი, ,,ხალხი სააკაშვილის განცხადებების გამო შეცდომაშიაო,, … რას გულისხმობდი?

– ვგულისხმობდი იმ განცხადებას, სადაც ის მაღალ ნაზღაურებაზე ლაპარაკობდა.მე არ ვიცი ვის ეხებოდა ეს განცხადება… ალბათ ინსტრუტორებს! ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. არადა უამრავი ადამიანი მიკავშირდება საქართველოდან ამ კითხვით… ზოგს არცკი ჯერა, ხელფასი რომ არაგვაქვს და ამას ვუხსნი.

-თავად სააკაშვილს რა როლი აქვს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თქვენს იქ წასვლაში?

– არანაირი! ჩვენ არაფერი გვაკავშირებს პოლიტიკასთან. ჩვენ პირველები წამოვედით საქარტველოდან და 2014 წლის 23 ივნის უკვე ფიცი მივეცით უკრაინას. ჩვენს წამოსვლამდე არანაირი განცხადება და მოწოდებაც კი არ ყოფილა წამოსვლაზე.

10944907_403785176448342_1027117212_n

-უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნული ქართველი ჩინოვნიკები თუ გეხმარებიან რამეში?

-არანაირად! შეიძლება რომელიმე სტრუქტურაში… რაიმეს ერთობლივი ორგანიზება გაუწიონ, მაგრამ მეც და ჩემი ქართველი თანამებრძოლებიც, სასტიკი წინააღმდეგი ვართ ეთნიკური ნიშნი ჩამოყალიბებული ფორმირების და არც ეთნიკური ნიშნით გაწეული დახმარება გვინდა ხელისუფლებისაგან.

– ახალ ბატალიონში სხვა ქართველებიც შენთან იქნებიან?

-დიახ. ვინც ჩვენთან იყო ,,დონბასში,, ქართველებიც და უკრაინელებიც. ,,დონბასის,, შტაბის უფროსია ახლა ამ ბატალიონში მეთაური. თამაზიც ჩვენთან უნდა ყოფილიყო სუხიაშვილი… ის ,,დონბასში,, ჩვენთან იბრძოდა და იელოვაისკის შემდეგ, როცა ჩვენ წამოვედით, ერთი თვე უსაქმოდ იყო, მეტი ვერ გაძლო და 93-ში წავიდა სხვა ქართველებთან ერთადსაბრძოლველად. ისიც ელოდა ამ ბატალიონის გახსნას, რომ მერე ჩემთან დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ ვერ მოესწრო და გმირულად დაიღუპა.

– უკრაინაში წამოსვლამდე სად მსახურობდი?

-როგორც სამხედრომ, უკანასკნელად 2008 წლის ომში მივიღე მონაწილეობა, ვეტერანთა ბატალიონში. აქ წამოსვლამდე კი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ვმუშაობდი საკმაოდ წარმატებული კომპანიის მენეჯერად.

-,,უკრაინის ბინძურ ომში,, როგორც შენ ამ ომს ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე უწოდე, გარდა იმ სტანდარტული ფრაზისა, რომ საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერს ებრძვით, კიდევ რა მიზეზებია თქვენი იქ ყოფნის?

-მე იმ ქვეყნის მომავლისათვის ვიბრძვი, რომელსაც ფიცი მივეცი და სადაც ჩემი დარჩენილი წლები უნდა გავატარო.

-როგორ?! უკრაინაში უნდა დარჩე საბოლოოდ? მარტო შნენ ფიქრობ ასე თუ სხვებიც?

-ჩემს გარშემო ვინც არიან ასე ფიქრობენ. ყველა აქ რჩება.

– საქართველოს რომ გაუჭირდეს? ხვალ რომ აქ ომი იყოს, თქვენ ისევ უკრაინისთვის იბრძოლებთ?

-არა. ყველანი დავბრუნდებით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, საქართველო ჩვენთვის შეუცვლელია.

1

-7 თვეზე მეტია იბრძვით იმ ქვეყნის მომავლისათვის, რომელმაც თქვენი სტატუსი დღემდე ვერ მოაგვარა… ცოტა უმადურობას ხომ არ აქვს ადგილი?

ამ ქვეყაში სახელმწიფოც და საზოგადოებაც ახლა იწყებენ ფორმირებას და ქვეყანას ვერ დავადანაშაულებ. ქვედა რგოლებშია პრობლემა და ჩვენს შემთხვევაში ბატალიონ ,,დომბასში,, იყო, რადგან მეთაური… მიჭირს სემიონჩენკოზე მეთაურის თქმაც… ასე ვთქვათ ნაძირალაა.

-სხვა ბატალიონებში მებრძოლ ქართველ მეომრებზე, რა შეგიძლია გვითხრა? პროფესიონალი მეომრები არიან თუ დილეტანტებიც ჩადიან მანდ?

-აქ ჩამოსული ქართველები, ძირითადში ყველა ნაომარია.

-ქართველ ინსტრუქტორებს თუ ხვდები?

-არა. ისინი სხვა ფრონტზე არიან და ჩვენ სხვაზე.

-ფრონტზეც მითხარი რამდენიმე სიტყვა! რა მდგომარეობაა ახლა იქ? ამბობენ რუსებმა დიდძალი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანაო… მართალია?

-კი მართალია. მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ… დიდი ომი გარდაუვალია.

2

-რუსეთთან დიდ ომს გაუძლებს უკრაინა?

-უკრაინა დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა და ნუ დაგავიწყდებათ, რომ მობილიზება შეუძლია გაუკეთოს 3 დან 5 მილიონამდე ჯარისკაცს. ეს ომი პუტინს ბოლოს მოუღებს.

-მობილიზაციაზე შენი უკრაინელი თანამებრძილები ,,დონბასიდან,, მაინცდამაინც დიდ იმედებს არ ამყარებენ… პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ჯარისკაცს ფორმა ჩააცვა და აჭამო… ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ბრძოლა შეუძლიაო.. შენი აზრით რაოდენობა, ბრძოლისუნარიანობას გაზრდის.

-უკრაინა დიდი ქვეყანაა და ფარტომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, რუსეთის ჯარს მოუწევს 500-700 კილომეტრამდე ფრონტის ხაზის გაჭიმვა. ამ ჯარს კომუნიკაცია და მომარაგება დაჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს მათთვის შეუძლებელია გახდება, რადგან პარტიზანები ამის საშუალებას არ მისცემენ. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ უკრაინულმა ხელისუფლებამ ომისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს! ხელისუფლებამ თუ მიდგომა არ შეცვალა ამ ომზე, მაშინ თვითონ მას შეცვლიან.

-რას აშავებს უკრაინის ხელისუფლება? რა უნდა შეცვალოს?

-ქვეყანაში რეალურად ომია და ის მშვიდობით ცხოვრობს. ანტიტერორისტული ოპერაციის ნაცვლად ქვეყანაში საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს.

 

10952300_403785206448339_130404863_n

-მემარჯვენე სექტორის ლიდერი იაროშიც იძახის, რომ უკრაინაში ხელისუფლება გაზაფხულზე შეიცვლებაო… გაქვთ მასთან კონტაქტი?

-პირადად მასთან არა, მაგრამ მის ბევრ მეომარს ვიცნობ.

-შენი აზრით, ახლა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება კარგ რამეს მოიტანს?

-არ ვიცი რას მოიტანს, მაგრამ ამხელა ქვეყანაში გაბნეული 700.000-მდე უკონტროლო იარაღი, ერთი პატარა არეულობაც რომ მოხდეს, სისხლის მდინარეებს მოიტანს.

-ასე უკონტროლოდ იძლევიან იარაღს?

-უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა და წარმოიდგინეთ უკრაინაც და რუსეთიც რამდენ იარაღს ტენის ამ ომს!

-ომი შორს იყოს და… როცა საომარ პოზიციაზე არ ხართ, ვინ ზრუნავს თქვენს ყოფით პრობლემებზე, ჯანმრთელობაზე… მითუმეტეს რომ ხელფასიც არ გაქვთ?

-კახა! ძალიან მტკივნეულ თემას შეეხე… არავინ არ ზრუნავს… ვის დავკარგივართ?! ძალიან ცუდათ ვცხოვრობთ. ელემენტარული პირობებიც კი არ გვაქვს. ნაცნობი ვალანტიორები გვაძლევენ საჭმელს და წამალს. ფული ხომ… ეს საერთოდ არ გვაქვს და რას ვიზამთ, თხოვნას ხომ არ დავიწყებთ?! უძლებთ… ერთადერთხელ მივმართეთ ქართველთა სათვისტომოს კიევში და მაშინაც ვინანეთ… დახმარების მაგივრად თავზე ლაფი დაგვასხეს ქალაჩუნებივით იჭორავეს ჩვენზე.

-გაძლება მოგცეთ ღმერთმა! სტატუსის მიღების შემდეგ მაინც თუ გექნებათ დაფინანსება?

-მეუხერხულება საერთოდ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ომთან ერთად ხომ ყოფითი ცხოვრებაც გრძელდება?! მერე ალბათ მოგვცემენ რამეს.

3

 

 

 

 

 

 

 

ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიყველაზე მძიმე ღამე უკრაინაში – პრეზიდენტი ქვეყანაში დროზე ადრე დაბრუნდა
შემდეგი სტატიაყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს