ქართველების პირველი ოქრო – რობიზონ ბეგლარიშვილი გამარჯვებულია

“თბილისი2015”-ის ფარგლებში საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაზე პირველი ოქროსმედალოსანი ქართველი მოჭიდავე, რობიზონ ბეგლარიშვილია.

მან რამდენიმე წუთის წინ წმინდა გდებით იტალიელი ძიუდოისტი დაამარცხა.

ბეგლარიშვილი 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ფარგლებში ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარი 2.2695 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგამარჯვებულ ძიუდოისტს ოქროს მედალი ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა