ქალი გოლი საქართველოში ბრუნდება…

გულნარა გაბელია ,,ტრაბზონსფორის,, საკლუბო ჟურნალში 2008წ.
გულნარა გაბელია ,,ტრაბზონსფორის,, საკლუბო ჟურნალში 2008წ.

ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ქალი გულნარა (ნარა) გაბელია, რომელიც ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლეგიონერი ფეხბურთელი გახდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება…

საქართველოს ორგზის ჩემპიონი (თბილისი ,,დინამო,, და ბათუმის ,,დინამო,, 2006 და 2008წ.) , ყაზახეთის ოთხგზის ჩემპიონი (,,ბიიკი,, 20011, 2013,2014,2015 წწ.), საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (2009 წ. ბათუმის ,,დინამო,,)  თურქეთის საუკეთესო ბომბარდირი (,,ტრაბზონსფორი,, 2007-2008წწ.) ყაზახეთის ოთხგზის საუკეთესო ბომბარდირი, სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი და ექვსგზის თასის მფლობელი, ყაზახეთის ქალთა ლიგის რეკორდის ავტორის ( 24 მატჩში 61 გოლი)  გულნარა გაბელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელის ნინო სორდიასა და ქალთა ნაკრების მწვრთნელის თამაზ კოსტავას  უშუალო შუამდგომლობითა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ საქართველოს მოქალაქე გახდა და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

გულნარა გაბელია და გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი სიმონე კაუდერი (,,ფრანკფურტი,,)
გულნარა გაბელია და გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი სიმონე ლაუდერი (,,ფრანკფურტი,,)

გულნარა გაბელიას, რომელიც ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში ყაზახეთის მოქალაქე იყო, სამი სხვადასხვა ქვეყნის კლუბის სახელით ჩატარებულ ტურნირებში, 120-მდე მატშში -250-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელმა გამარჯვებულმა გერმანულმა ,,ფრანკფურტმა,, (რომელსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ აქვს მოგებული) ჩემპიონთა ლიგის მთელი გასული სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთ მატჩში ვერ მოიგო… გაბელიას ყაზახურ ,,ბიიკთან,, გასვლითი მატჩი, რომელიც ფრედ 2:2 დამთავრდა და ამ მატჩში პირველი გოლი, თავური დარტყმით, სწორედ გულნარა გაბელიამ შეუგდო ,,ფრანკფურტს,,.

gul-fr-2გულნარა გაბელიას დაბრუნება საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში, სადაც გაბელიას გარდა კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ლეგიონერი თამაშობს, საგრძნობლად გააძლიერებს ჩვენს გუნდს, რომელსაც სექტემბრის თვეში ორი საპასუხისმგებლო და ძალიან რთული მატჩი ელოდება ევროპის ჩემპიონატის სესარჩევ ტურნირში იტალიასთან   გასვლაზე – 18 სექტემბერს და შინ -23 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ჩეხეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან. ამას გარდა, თავად გაბელიას, 15 ოქტომბერს საპასუხისმგებლო მატჩი ელოდება ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მისი კლუბი, ყაზახური ,,ბიიკი,, – ,,ბარსელონას,, ქალთა გუნდს დაუსპირისპირდება 1/32 ფინალის გასვლით მატჩში.

saqartvelos-qalta-nakrebi-,,თაიმერის,, ინფორმაციით, საქრთველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთელი შემადგენლობა, მთავარი მწვრთნელის თამაზ კოსტავას ხელმძღვანელობით, უკვე იმყოფება საწვრთნელ ბაზაზე თბილისში და აქტიურად ემზადება საპასუხისმგებლო მატჩებისთვის.

www.timer.ge

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდაბზარული კედლები და საცხოვრებლად უვარგისი შენობა – დევნილთა 18 ოჯახი დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატია,,ოლიგარქატი ბოლო სცენარზე გადადის,, სააკაშვილი კოლომაისკის პასუხობს…