ქალაქ ჯვარში წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის საშიშია!

ჯვარში წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის საშიშია!

nino-mchedlishviliარასამათვარობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსის“ თავმჯდომარის, ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, ქალაქ ჯვარში ყველაზე მთავარი პრობლემა სასმელი წყალი, სისუფთავე და გზაა. როგორც მჭედლიშვილმა „თაიმერთან“ საუბრისას აღნიშნა, ჯვარში ე.წ. ონკანის წყლის დალევა, დაბინძურების გამო, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„ჯვარში, ონკანებიდან წყალი კი არა, ნაგავი მოდის. ყველას კი იმის საშუალება არ აქვს, რომ წყალი იყიდოს. ოთხი თვეა, წალენჯიხის საკრებულოდან ოთხი წერილის პასუხს ველოდები, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლება ჩემს მიერ დასმული კითხვის შინაარს ვერ იგებს. ახლა კი, საჯაროდ ვკითხულობ: რატომ გვიმალავენ საჯარო ინფორმაცია? მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში არაკომეტენტურები არიან.
სხვათა შორის, მალე გამოვაქვეყნებ წალენჯიხაში ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას,“ – აცხადებს „სამოქალაქო ალიანსის“ თავმჯდომარე.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩქვალერი-საჩინო-წალენჯიხის გზის მონაკვეთია, რომლის აღდგენითი სამუშაოები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ამჟამად კი, შეჩერებულია.
„განადგურებულია ის გზებიც, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარებული იყო, მათ შორის, ჯვარი-ჩქვალერის მონაკვეთი, ლეშამუგეს უბანი და ლემატუა.
ახალი სასწავლო წელი იწყება. ლეშამუგედან ბავშვები ჯვარის სკოლაში დადიან და არ ვიცი, ამ გზით როგორ ივლიან. ფახულანის გზაც წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტია, რომლის სამუშაობის 90 პროცენტი შესრულებული იყო, მაგრამ არ დამთავრებულა. რა მოხდა?“ – კითხულობს ნინო მჭედლიშვილი, რომელმაც შესაბამის უწყებებს ოფიციალური წერილი არაერთხელ გაუგზავნა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია.
ნინო მჭედლიშვილის თქმითვე, ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელიც სოციალურად დაუცველია და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, სოციალური დახმარება მოუხსნეს.
„ამ ადამიანის ერთი შვილი შშმ პირია, მეორე – უმუშევარი, სოციალური დახმარება, როგორც საბუთებიდან გაირკვა, აგენტის აღწერის გამო არ მოუხსნეს. ვცდილობთ, გავარკვიოთ, დახმარების მოხსნა, რაც ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო, რამ გამოიწვია,“ – განუცხადა „თაიმერს“ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტესტირების წესის გადახედვის წინადადებით სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს