ქალაქ ჯვარში მეორე მსოფლიო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი გაიხსნა

melton qantariaქალაქ ჯვარში, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალური ბიუსტი  გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ახალგაზრდები, საზოგადოების წარმომადგენლები და მელიტონ ქანთარიას ნათესავები დაესწრნენ.ასევე გაიხსნა  მელიტონ ქანთარიას რესტავრირებული საფლავი.

ბიუსტის ესკიზი 1990-იან წლებში ქართველმა მოქანდაკე რომან შეროზიამ შექმნა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში, ის ბრინჯაოში, მოქანდაკე თეიმურაზ კიკნაველიძემ ჩამოასხა.

მელიტონ ქანთარიამ მიხეილ ეგოროვთან ერთად, 1945 წლის პირველ მაისს, რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების დროშა აღმართა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი და პოროშენკო მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან
შემდეგი სტატიარუსეთში გამარჯვების დღეს მასშტაბურად აღნიშნავენ