ჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხეებიდან

ჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხიდან

ჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხიდანჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხიდან. ინცინდენტი ქალაქ საადზე თავდასხმისას მოხდა, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური ციხეა განთავსებული. ტელეკომპანია Al-Arabiya-ას ცნობით, ჰუსიტემბა პატიმრების განთავისუფლება სხვადასხვა ქალაქების ციხეებშიც სცადეს. იემენის მოქმედი პრეზიდენტის აბდ რაბუუ მანსურუ ჰადის ერთგულ მომხრეებსა და მოძრაობა „ანსარ ალლას“ შიიტ მებრძოლებს შორის ქალაქ ადენში ისევ განახლად შეტაკებები, ცნობას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. იემენში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური კრიზისის გამო ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა. ქვეყნის სამხრეთით „ავარიის ნახევარკუნძულის ალ-ქაიდა“ მოქმედებს, ცენტრში სამხედროებს და ჰუსიტებს შორის მიდის შეტაკებები. ამბოხებულების წინააღმდეგ მიმართული სამხდრო ოპერაცია კოალიციის მიერ რამდენიმე დღის წინ იქნა დაწყებული. კოალიციაში საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები შედიან. მათ საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენის დედაქალაქის აეროპორტზე, რომელიც ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის სამხედრო ძალებმა სანეს სამხედრო საწყობი სრულად გაანადგურეს. სავარაუდოდ, იქ ბალისტიკური იარაღი ინახებოდა.

banner
წინა სტატიაში„კოდორის ხეობა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება და ის აფხაზეთის მარგალიტი გახდება“
შემდეგი სტატიათუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ამის საფუძველი ისაა, რომ ბიზნესს უნდა მოვეფეროთ