ქალაქ არტემოვსკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ არტემოვსკში დასახლებული ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ “უნიანი” იტყობინება. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სკოლის შენობა, ასევე საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი სახლები.
საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, თავდამსხმელებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო – სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია