„ქალაქის საცობებისგან განტვირთვის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა“

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის სტრატეგიაზე სამუშაო ჯგუფები დამატებით, აქტიურად მუშაობენ.

ნარმანიას თქმით, სტრატეგიის ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა და როგორც კი მასზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდება, მერია მის საჯარო პრეზენტაციას გამართავს.

თბილისის მერი განმარტავს, რომ სტრატეგიაში რამდენიმე თვის წინ ჩამოყვანილი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებიცაა გათვალისწინებული.

„მათ ნახეს ჩვენთან არსებული სისტემა, არსებული მდგომარეობა და მოგვცეს რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც ჩვენთან მომუშავე ჯგუფი, ჩემი მოადგილის ხელმძღვანელობით იყენებს და ამუშავებენ ქალაქის საცობებისგან განტვირთვის სტრატეგიას. მისი ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა, თუმცა დამატებით სამუშაო ჯგუფენი აქტიურად მუშაობენ და როგორც კი მზად იქნება, ჩვენ საჯარო პრეზენტაციას გავაკეთებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში9 მაისს მოსკოვში უზბეკეთის პრეზიდენტიც არ ჩავა
შემდეგი სტატია„პარლამენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ანგარიში განიხილოს“