ფულთაცვენა სტამბულის აეროპორტში (+ფოტო)

1078610_65ea2f3c76652add2d0ddbb8402f9faf_640x640თურქული გამოცემა ,,ჰაბერთურქის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს, სტამბულის ,,ათათურქის,, აეროპორტში, მგზავრთა ბარგის თვითმფრინავზე გადამტან მანქანაზე დადებული ერთერთი ჩანთა ჩამოვარდა და გაიხა…

1078610_a05b625df43cd28e94ba0dddfa610031_640x640გახეული ჩანთიდან თურქული ლირას კუპიურების დიდი რაიდენობა გადმოცვივდა, რომელიც  თვითმფრინავის ძრავიდან გამოტყორცნილმა ჰაერმა სწრაფად გაფანტა.

1078610_a218d557a622be6c52afce291af411d5_640x640აეროპორტის თანამშრომლები ნახევარი საათის განმავლობაში აგროვებდნენ კუპიურებს, რომელიც ტომარაში ჩაყარეს და დალუქეს. დალუქულ ფულიან ტომარას, გავრცელებული ინფორმაციით, გახეული ჩანთის მეპატრონეს ჩააბარებენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, აპრილის ბოლოდან აამოქმედა კანონი, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში ნებისმიერი ვალუტის ნებისმიერი ოდენობით შეტანა და გადატანა ყოველგვარი დეკლარაციის გარეშეც დაშვებულია.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე ( 3 მაისი/15 მაისი)
შემდეგი სტატიამთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმაზე იმსჯელებენ