ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს

ფრაქცია

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს, – აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია “თავისუფალი დემოკრატები” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები და ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ძველი რეგულაციები უნდა დააბრუნოს
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსულ ძალოვან უწყებებზე გადაღებული ფილმების ჩვენება აიკრძალა