ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა პარიზში, “არაბული მსოფლიოს ინსტიტუტში” გამოსვლისას განაცხადა.
ფრანსუა ოლანდის თქმით, მუსლიმი ხალხი ფანატიზმის ყველაზე დიდი მსხვერპლია. მისივე განცხადებით, ისლამი და დემოკრატია არ არის ურთიერთგამომრიცხავი და მუსლიმ საზოგადოებას შეუძლია იყოს დემოკრატიული.
“ფრანგ მუსლიმებს იგივე უფლებები აქვს, რაც სხვა ფრანგებს. ანტიმუსლიმური და ანტისემიტური ქმედებები უნდა დაიგმოს და დაისაჯოს”, – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.
7 იანვარს ჟურნალ “შარლი ებდოზე” განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო.
საფრანგეთში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას უსამძიმრებს
შემდეგი სტატიასირიის პრეზიდენტი: საფრანგეთის ტრაგედია დასავლეთის პოლიტიკის შედეგია