ფრანსუა ოლანდი– კრემლში გამართული შეხვედრა უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ბოლო შანსი იყო

ფრანსუა ოლანდი– კრემლში გამართული შეხვედრა უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ბოლო შანსი იყო

დღეს,მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პარასკევს კრემლში გამართული შეხვედრა უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ბოლო შანსი იყო.

„ვფიქრობ, ეს ჩვენი ერთადერთი ბოლო შანსი იყო, ამიტომაც გამოვედით ინიციატივთ“ – თქვა ოლანდმა.
„თუკი ჩვენი მიღწევა იქნება კომპრომისი და არა ხანგრძლივი მშვიდობიანი შეთანხმება, ჩვენ ყველამ ვიცით, რა სცენარი განვითარდება. მას სახელი აქვს და ომი ქვია“ – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მიუხენში გამართულ კონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ აქტიურ დიპლომატიურ ჩარევებს კრიზისის დარეგულირება შეუძლია“.
ამავე დროს ის თვლის, რომ აუცილებელია სექტემბრის მინსკის მოლაპარაკებები აღდგეს და კრიზისი მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდეს.
მისი თქმით, კრემლის მოლაპარაკებები აუცილებელი იყო, რომ „საკუთარი ვალი ხალხის წინაშე მოეხადათ და ეცადათ პრობლემის გადაჭრა.“

banner
წინა სტატიაშიბაღდადში კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაასი წლის ქალბატონი უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს