ფრანსუა ოლანდის პირობა

ნორმანდიული ოთხეულის

ნორმანდიული ოთხეულისსაფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ რუსეთის სანქციების გაუქმების მოთხოვნით გამოვა, თუკი უკრაინაში მშვიდობიანი პროცესი გაგრძელდება – ამის შესახებ “როიტერი”იტყობინება.
“ბოლო  რამდენიმე კვირის მანძილზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში პროგრესი შეინიშნება. მხარეებს, ფაქტობრივად ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ შეთანხმება არ დაურღვევიათ” – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი და აქვე  “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის მოწყობის სურვილით გამოდის.

შეგახსენებთ, რომ  აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელიც 2015 წლის თებერვალში დაიდო. ამის მიუხედავად მხარეებს შორის მუდმივად ისმოდა სროლები. 2014 წლის მარტიდან დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ჩიჩუა თემო მარგველაშვილის კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაეთანიაჰუმ ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა