ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

olandსაფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდი ინიციატივით გამოვიდა შეიქმნას ევროზონის ცალკე ხელისუფლება დამოუკიდებელი ბიუჯეტით და პარლამენტით – ამის შესახებ ფრანგულ გაზეთ Journal du Dimanche-ში განაცხადა. ოლანდის თქმით, ამან ევროკავშირის მოქალაქეების ევროზონისადმი ნდობა უნდა გაზარდოს, რომელიც საბერძნეთის კრიზისის გამო დასუსტდა.

მსგავსი წინადადება ევროკომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟაკ დეპოლმაც გამოთქვა, რომელიც თანამედროვე ერთიანი ევროპული ბაზრის ერთ-ერთი დამაარსებელია. მის ორგინინალურ იდეას საფრანგეთის პერზიდენტი დამატებას სთავაზობს პატრლამენტს და დამოუკიდებელ ბიუჯეტს, რომელიც დემოკრატიული კონტროლის საწინდარი იქნება, ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ოლანდმა აღნიშნა, რომ ევროზონასთვის ნამდვილი საფრთხეა მისი უუნარობა. მისი თქმით, ევროზონას 19 ქვეყანამ დამოუკიდებლად მიიღო ერთიანი ვალუტა, რომელიც 15 წელია მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში “ფარული შიმშილობაა”
შემდეგი სტატიასაკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ათამდე პირი დააკავეს