ფრანგ ხალხს სოლიდარობას არასაპარლამენტო ოპოზიციაც უცხადებს

ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ფიქრობენ რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

„ეს ადამიანები დროებით ახერხებენ დაურღვიონ თავისუფლება მსოფლიოს, თუმცა ეს დროებითია. ტერორისტები არიან რელიგიას ამოფარებულები თუმცა ისინი ვერ მოიპოვებენ გამარჯვებას რადგან მსოფლიო ერთიანია“- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

მამუკა კაციტაძე კი მიესალმება პარიზში მილიონიანი მარშის გამართვას და სოლიდარობას უცხადებს ფრანგ ხალხს, თუმცა თვლის რომ ტერორიზმს მსოფლიო ყოველდღიურად უნდა ებრძოდეს.

„ძალიან კარგია როდესაც მსოფლიო დღეს ერთიანდება მაგრამ ეს ერთობა ტერორიზმის წინააღმდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს“- აცხადებს კაციტაძე

banner
წინა სტატიაშიქემერონი და ობამა ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გეგმავენ
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მესამე მოადგილის ვინაობა ცნობილია