“ფორდი” მანქანებს რუსული ძრავით გამოუშვებს

"ფორდი" მანქანებს რუსეული ძრავით გამოუშვებსთათრეთში Ford Sollers-ის ქარხანამ პირველი ავტომანქანა გამოუშვა, რომელსაც რუსული ძრავი აქვს.
“Ford-ის რუსულძრავიანი ავტომანქანა ფორდ ფიესტას ახალი სტილი გახდა. ის გაყიდვაში მომავალ წელს შევა” – განაცხადა Ford Sollers-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ელიზავეტა ნოვიკოვამ.
პროექტის ინვესტიციაა 275 მილიონი დოლარი, რომლისთვისაც სპეციალურად ჩაუშვეს ძრავის ქარხანა ელაბურგში. კომპანიის მონაცემებით ქარხნის მოცულობა 105 ათასი წლიური ძრავაა, რომელიც მომავალ წელს 200 ათასამდე გაიზრდება. ქარხანა 1,6 ლიტრი მოცულობის (სიმძლავრით 85, 105 და 125 ცხენის ძალა) ძრავებს უშვებს. რუსეთში წარმოებული “ფორდის” ფირმის მანქანების 30% რუსული ძრავით აღიჭურვება.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე დღეს პრეზიდენტის სიტყვას გადამწყვეტი ფასი ექნება
შემდეგი სტატიასირიაში თარხან ბათირაშვილი (აბუ ბაქრ აშ-შიშანი) მოკლეს…