ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

17 წლის მოზარდის მკვლელობა გახსნილია. ფონიჭალაში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, სამართლადმაცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს უსალ გუსეინოვის მკვლელობისთვის ბრალდებული 1989 წელს დაბადებული მამაკაცი.

განცხადების თანახმად, მან გარდაცვლილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიებამ არ გაითვალისწინა გარდაცვლილის ასაკი და დანაშაულის კვალიფიკაცია დამამძიმებელი გარემოებების გარეშე – 108-ე მუხლით მოხდა.

ბრალდებულს ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეც.

banner
წინა სტატიაში,,ოლიგარქატი ბოლო სცენარზე გადადის,, სააკაშვილი კოლომაისკის პასუხობს…
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი სახალხო დღესასწაულ შატილობას დაესწრო