ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართაფოთში, დღეს, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ საზღვაო ვაგზლის შენობის დემონტაჟის საკითხი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შენობა ქალაქის სიმბოლოა და მისი დემონტაჟი არ უნდა მოხდეს.
საზღვაო ვაგზლის შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა, 2011 წლიდან “ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის” (ფოთის პორტის) ტერიტორიაზე მოექცა. დაახლოებით ერთ წელიწადში კომპანიამ დღის წესრიგში მისი დემონტაჟის საკითხი დააყენა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დემონტაჟზე შესაბამისი ნებართვა 2014 წელს ფოთის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაბილუამ გასცა.
ფოთის პორტის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ მათ დემონტაჟის უფლება კანონის სრული დაცვით აქვთ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას ეკონომიკური ვითარების ანალიზის უნარი არა აქვს – აცხადებს პოფესორი მესხია
შემდეგი სტატიასახლში დაბრუნების სურვილს სისტემატიურად გვიცამტვერებენ – აცხადებს ლტოლვილი დეპუტატი