ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა

ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მატარებელი მგზავრებით ივსებოდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.დაშავებულთაგან 4 საშუალო სიმძიმის ტრამვები ჰქონდა მიღებული. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ მგზავრს, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

banner
წინა სტატიაშიბატონი ტურავას უკან მისი პირადი პოლიტიკური მოტივები არ დგას
შემდეგი სტატიასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გურიის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს