ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი “არსენალის მთა ღამით” საქართველოში ჩამოვა. გავრცელებული ინფორმაციით ლონდონის “ქრისტის” აუქციონზე ნახატი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა
მილიონ ნახევარ დოლარად შეიძინა.

ამ ინფორმაციას საკუთარი facebook-ის გვერდზე ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძეც ადასტურებს, რომელიც წერს, რომ ნახატი მალე თბილისში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის ცნობილი ტილო აუქციონზე მილიონ 486 ათას 100 დოლარად გაიყიდა. “არსენალის მთა ღამით” ფიროსმანმა 1907-1908 წლებში დახატა.

1957 წელს ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ნახატი 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, ვთვლი, რომ ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა
შემდეგი სტატიაჟვანიასა და უსუპოვს შორის სექსუალური კავშირი არ დასტურდება