ფინეთის პარლამენტმა ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი ორი მოსმენით დაამტკიცა

საკითხზე ასევე იმსჯელა ფინეთის შვედურენოვანი ოლანდის ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ, რომელმაც 25 მარტს მეორე მოსმენით ასევე დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი.

პროცესის ფორმალურად დასრულებას სარატიფიკაციო სიგელზე ფინეთის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ნაკრები თბილისშია
შემდეგი სტატიაქუთაისში ესპანური კაფელის სახლი გაძარცვეს