ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარადგინა

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 2015 წლის იანვარიდან აგვისტომდე ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ნოდარ ხადურის განმარტებით, იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66 %, 9 თვის გეგმის 89%-ია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება.

“2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823 მილიონი ლარით აღემატება, 9 თვის გეგმის 87%-ია,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის”-ირაკლი ღარიბაშვილი კახი კახიშვილს –
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს (ფოტო)