ფინანსთა მინისტრი “ეროვნულ ბანკს” დაუპირისპირდა

სავლუტო ფონდი

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა საერთაშორისო პორცესების შედეგია და ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, მანამდე “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ განცხადება გიორგი ქადაგიძემ გუშინ 12 საათზე გააკეთა. დღის ბოლოს ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ლარის მდგომარეობაზე საერთაშორისო პროცესები მოქმედებს.

“ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, “ეროვნულ ბანკთან,” საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “ეროვნული ბანკის” მიერ გამოცხადებული და დაანონსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გიორგი ქადაგიძის უწყების ექსკლუზიური უფლებაა.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა