,,ფე ეს ბე ,,მ აფხაზეთში არქეოლოგიას მიჰყო ხელი

1014072294 რუსეთის ,,ფე ეს ბე,,ს სასაზღვრო ძალების აფხაზეთში დისლოცირებულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში მიმდინარე რეიდის დროს, ადრეული პალეოლითის ხანის სადგომში, წვიმისგან ჩამოშლი ქანებში 54 ერთეული, სხვადასხვა სახეობის ადრეული ქვის ხანის კაჟის სამუშაო და საბრძოლო იარაღი იპოვა და აფხაზეთის დე-ფაქტო ისტორიუ-კილტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტს გადასცა.

იმის ნაცვლად, რომ აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მესვეურებს პროტესტი განეცხადებინათ რუსი სამხედროების თვითნებური და არაკვალიფიციური ჩარევის გამო არქეოლოგიური ნივთების ამოღება-შენახვის საქმეში, აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურისა და ისტორიული მემკვიდროების მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ მლიქვნელური და მადლობის განცხადება გააკეთა მათ მიმართ:
,,მე შემძრა იმან, თუ როგორ მოწესრიგებულად იყო თითოეული აღმოჩენა შეფუთული, ყუთებში ჩალაგებული და მათი აღმოჩენის ადგილი აღწერილი… და რაც მთავარია როგორი ყურადღება იქნა გამოჩენილი აფხაზეთის კულტურული მემკვიდროების მიმართ, სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელთა მიერ,, განაცხადა კობახიამ აფხაზურ მედიასთან საუბრისას.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს,, აცხადებს ბათუ ქუთელია
შემდეგი სტატიაშამანმა კოლიამ პეტერბურგის პარლამენტიდან ბოროტი სულები განდევნა