ფერგიუსონში სიტუაცია ისევ დაძაბულია

აშშ-ს ქალაქ ფერგიუსონში, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს, დაკავებულ შავკანიან მამაკაცს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. როგორც პოლიცია ამბობს, ის ერთ-ერთი იმ ექვსთაგანია, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს.
ჰარისი, რომელიც პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა დაჭრა, კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის უარაღო იყო და სამართალდამცველებისგან გაქცევას ლამობდა.
გარდა ამისა, მისურის ქალაქ სენტ-ლუისში დაახლოებით 50 ადამიანი დააკავეს სასამართლოს შენობის ბლოკირებისთვის. აქციის მონაწილეები ფერგიუსონის პოლიციის დაშლას და ხელახალ ფორმირებას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია ერთი წლის წინ პოლიციელის მიერ მოკლული მაიკლ ბრაუნის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
ქალაქში მდგომარეობა ამ წუთამდე დაძაბულია.

banner
წინა სტატიაში18:00 საათიდან დღეს სამარშრუტო ტაქსების მარშრუტი იცვლება
შემდეგი სტატიაბოლო ოთხი წლის მანძილზე იაპონიამ პირველად განაახლა ატომური სადგურის მუშაობა