ფემინისტებმა პარიზში ქუჩას ტერეშკოვას, ნინა სიმონეს და ბრესის სახელი “დაარქვეს”

ფემინისტებმა პარიზში ქუჩას ტერეშკოვას, ნინა სიმონეს და ბრესის სახელი

ფემინისტებმა პარიზში ქუჩას ტერეშკოვას, ნინა სიმონეს და ბრესის სახელი "დაარქვეს"ფრანგული ფემინისტრური ჯგუფის Osez le Féminisme -ს წევრებმა დაახლოებით 60 ტრაფარეტი დაამზადეს – ამის შესახებ The Local იტყობინება.

პარიზში ქუჩებს იმ ქალების სახელები მიენიჭათ, რომლებმაც, აქტივისტების აზრით “განუმეორებელი წვლილი” შეიტანეს მსოფლიოს განვითარების ისტორიაში. ერთი ღამის განმავლობაში პარიზში ქუჩებში ახალი ტრაფარეტები გაჩნდა ამერიკელი მომღერლის, ნინა სიმონეს, რუსი პირველი კოსმონავტი ქალის ვალენტინა ტერეშკოვას და ასევე მედიცინის მეცნიერებათა ხარისხის მქონე პირველი ფრანგი მადლენ ბრესის სახელებით.
აქტივისტებმა მოქმედება იმით ახსნეს, რომ პარიზის ქუჩების სახელებში ქალებს მხოლოდ 2,6 % უკავია. ფემინისტები ითხოვენ, რომ ზოგ ქუჩას გადაერქვას სახელი. მამაკაცთა სახელი სულ ქუჩების 32%-ს აქვს მინიჭებული.
The Local აღნიშნავს, რომ ტურისტებმა სიახლე დედებითად შეაფასეს, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა რუკაზე ადგილმდებარეობა ახალი ქუჩით ვერ იპოვა.

თვითონ პარიზელები ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. მათი თქმით, მსგავსი ცვლილება მხოლოდ ერთი დღით არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ორმა ახალგაზრდა მამაკცმა ახალგაზრდა ქალბატონს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატია(18+) ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო თავად მკვლელმაც გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა