ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ეს მთავრობის საქმეა რესურსების მოძიება, რასაც ვერ შეძლებენ ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ
შემდეგი სტატიათბილისში გლოვა – ბათუმში ზეიმი… (VIDEO)