ფეისბუქმა რეკორდული ნახვა დააფიქსირა

ცუკენბერგი შვილს ელოდება

ცუკენბერგი შვილს ელოდებაფეისბუქმა დღე-ღამის განმავლობაში ნახვის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.
ორშაბათს ქსელში მყოფ მომხმარებელთა რიცხვმა მილიარდს გადააჭარბა – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარკ ცუკენბერგმა დაწერა.
ეს მონაცემი ნიშნავს იმას, რომ პლანეტის ყოველი მეშვიდე მცხოვრებმა დღის განმავლობაში ფეისბუქი გახსნა.
სოციალურ ქსელში სულ 1,5 მილიარდი აკაუნტია დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები თვეში ერთხელ მაინც შედიან გვერდზე.

ფეისბუქი 11 წლის წინ მარკ ცუკენბერგის მიერ იქნა დაფუძნებული. ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა მილიარდს სამი წლის წინ მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში “სევერის” ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს
შემდეგი სტატიაკაზანელი სკოლის მოსწავლეები სელფის დროს ხიდიდან გადავარდნენ