ფეისბუქი: ცუკენბერგი შეკითხვებს უპასუხებს

facebook-inc-news-feedპარასკევს, 15 მაისს ფეისბუქის ხელმძღვანელი და დამაარსებელი მარკ ცუკენბერგი მომხმარებლების შეკითხვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში უპასუხებს.
ცუკენბერგის გვერდზე დაგროვილ შეკითხვებს შორის ბევრი უკრაინის შესახებაა. უკრაინელი მომხმარებელი აღშფოთებულია იმით, რომ სოცქსელის ადმინისტრაცია უკრაინელ ავტორებს ყოველ მიზეზს გარეშე ბლოკავს. ამაში ისინი რუს კომენტატორებს, ე.წ. ტროლებს სდებენ ბრალს, რომლებიც სოცქსელის ადმინისტრაციასთან საჩივარს აგზავნიან.
უკრაინელების აზრით, მდგომარობიდან გამოსავალი კიევში ფეისბუქის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაა, რომელიც კონტენტზე ზედამხედველობას დააწესებს.
„ეს ერთ-ერთი იმ შეკითხვათაგანია, რომელზეც ხვალ მარკი უპასუხებს“ – განაცხადა ფეისბუქის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ეშლი ზანდიმ.
უკრაინელი ბლოგერების იდეა პრეზიდენტმა პოროშენკომ მოიწონა და ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინას ფეისბუქის ოფისი კიევში სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიზეიმი ფსიქიატრიულ კლინიკაში (VIDEO)
შემდეგი სტატიაუკრაინაში აშშ-ს სახმელეთო ჯარის მთავარსარდალი მიფრინავს