ფედერიკა მოგერინი – დესტაბილიზებული და იზოლირებული რუსეთი არავის ინტერესებში შედის

დესტაბილიზებული და იზოლირებული რუსეთი არავის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ განცხადება “როიტერის” ცნობით, ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.
მისივე თქმით, სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ ამ დრომდე ნარჩუნდება, ვინაიდან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული.
“ჩვენი ევროპული პრიორიტეტი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტაა. ჩვენი მცდელობები მიმართულია მინსკის შეთანხმების განხორციელებისკენ. ამავე დროს ევროკავშირმა შეიმუშავა სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, ეს სანქციების პოლიტიკა არ არის პოლიტიკა, ეს უფრო ინსტრუმენტია და მას ჩვენ შევინარჩუნებთ მანამ, ვიდრე მინსკის შეთანხმება ბოლომდე არ განხორციელდება. დესტაბილიზებული და იზოლირებული რუსეთი ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, ის არც რუსი ხალხის ინტერესებშია და ვიმედოვნებ არც რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში, თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მოგერინიმ.
კიევი და დასასვლეთი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. თუმცა, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ “ვიღაც ევროკავშირიდან” ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ და ფრანგულ ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთობები გამოსწორდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მოსმენებზე ახალ კანონს იღებენ – ტერორიზმთან ბრძოლა თუ ლიცენზია ჯაშუშობაზე?