ფასების ზრდასთან დაკავშირებით საქსტატი კვლევას აქვეყნებს

2015 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია.

“ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (5,8 პროცენტი);4 ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-6,8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-0,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (2,2 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,0 პროცენტი)”, – აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი საფრთხეები დაასახელა
შემდეგი სტატიასევდია უგრეხელიძე – მთავრობა ყრუ და ბრმაა