ფანასკერტელის ქუჩაზე ვეფხვი ვერ იპოვეს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც კარგად არ ჩანს მასზე ასახული ცხოველი ვეფხვია თუ კატა, შესაბამისმა სამსახურებმა მუშაობა დაიწყეს.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია უკვე დასრულდა ფანასკერტელის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სპეცრაზმელები, პატრულის თანამშრომლები და იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიც. სამძებრო სამუშაოები უშედეგო აღმოჩნდა. ვეფხვი ვერ იპოვეს.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ფოტოზე გამოსახული ცხოველი ვეფხვი არ არის. ადგილზე იმყოფებოდა ასევე ზოოპარკის დირექტორი. მისი თქმით, სურათზე კატაა გადაღებული.

ადამიანი, ვინც ფოტო გადაიღო, სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ირწმუნება, რომ ვეფხვი დაინახა.

“შემოვიდა შეტყობინება. სურათებიც გადმოგზავნილი იყო. სურათების მიხედვით, ცხოველი აღმოჩნდა შინაური კატა. ცხოველის სიმაღლეს თუ შევადარებთ ბალახის სიმაღლეს, ის საკმაოდ პატარა ცხოველია”, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ლონდონში ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი იმართება
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე ე.წ. კაბელების თემაზე სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთების პირობას დებს