ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვის ღრიალს მოზარდები დინამიკის საშუალებით ავრცელებდნენ

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობსფალიაშვილის ქუჩაძე, გამოძახებაზე გასულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვის ღრიალს მოზარდები დინამიკის საშუალებით ავრცელებდნენ. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი “ფეისბუქზე” წერს.

ნინო გიორგობიანი წერს, რომ მოზარდები მეურვეებთან ერთად პოლიციაში დაბარებული:

“ეხლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი!

მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგარამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან!..”

banner
წინა სტატიაშიროგორ აფასებთ ხელისუფლების ქმედებას საგანგებო სიტუაცის დროს?
შემდეგი სტატიაოკუპანტ-შოუ ცხინვალში ,,თიბილო-ბიბილოს,, დასამშვიდებლად (VIDEO)