უხუცესი პოლიტიკური დევნილი, ბესელიას სიაში უარის გამო ისჯება

11276193_852206258149388_832620270_n“სამწუხაროდ არ შეგვიძლია ავირჩიოთ როდის მოვკვდებით, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ როგორ მოვკვდებით” – ციტატა ფილმიდან “გლადიატორი”. ადამიანის ამ ქვეყნიერი ცხოვრების არსის აღწერა, უკეთ ალბათ შეუძლებელია.
ამ ფილმს ხშირად ვუყურებ და ეს მხოლოდ ერთი მცირე სიუჟეტის გამო, სადაც მაქსიმუსი კვდება და ხელით იმ ქვეყნიერ კარებს აღებს, შემდგომ კი მთიდან ეშვება სახლში.
22 წელი მეც ასე ვბრუნდები . 15 ნოემბერს სამაჩაბლოს გავლით დავტოვე საქართველო და იმის შემდეგ მხოლოდ ფიქრებში ვრჩები იქ, სადაც ადრე ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო არსებობდა. ამ ქვეყნიურ საქართველოში აღარ მეღირსება დაბრუნება და თუ დავბრუნდი მხოლოდ იმ საქართველოში, სადაც არ მჭირდება პოლიტიკური სტატუსი მინიჭება და არც სისხლი სამართლის საქმეების გაუქმება. ალბათ მოვა ის დრო, როდესაც მეც ასე გავაღებ კარებს, დავეშვები მთიდან თეთრ ხეებს შუა და გავყვები ბილიკს იქ, “სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი”–ეს არის პოლიტიკური დევნილი გიორგი ალანიას სტატუსი. „თაიმერის „ დაინტერესება პირველ რიგში გამოიწვია იმან რომ გიორგი ალანია ერთადერთი უხუცესი პოლიტიკური დევნილია, რომელიც ამაოდ ელოდება ყოველ წელიწადს სამშობლოში დაბრუნებას,მიუხედავ ხელისუფლების ცვლილებებისა მის მიმართ ყველა ხელისუფლება სს კოდექსის თითო ოროლა მუხლს უმატებს. გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე და 1997 წლიდან ჩეხეთის მიერ შეფარებული პოლიტიკურად დევნილი ქართველი ემიგრანტი გიორგი ალანია იმედს მაინც არ კარგავს.
,,მე ქართული ჯარის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც კი დევს. ჩემი ორგანიზებით ჩატარდა პირველი გაწვევა ჯარში. მონაწილეობას ვიღებდი ქართული ბატალიონების შექმნაში. მე დღემდე ვარ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი. ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის დეკემბერში და ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება რომლის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები. დიახ, ამის გამო მე დღემდე მაქვს სსკ 2 მუხლი მოყენებული ბრალდება. გარდა იმისა მედავებიან თურმე ეროვნული გვარდია ყოფილა არაფორმირებული ბანდფორმირება, მედავებიან იარაღის უკანონო ტარებაზე.
2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლებისგან წამოვიდა ინიციატივა და გვქონდა მოლაპარაკება საქართველოში დაბრუნებაზე. 2006 წელს, მე უარი ვთქი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ შეწყალებაზე და მოვითხოვე სასამართლო პროცესი. ხელისუფლების პასუხი ასეთი იყო – თანდათანობით დაამატეს და დაამატეს მუხლები და 2010 წელს უკვე სამშობლოს მოღალატედაც გამომაცხადეს… ეს მუხლიც დაამატეს და ჯამში 5 ახალი მუხლი მომემატა. ამის შემდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ერთი წელი. გამომძიებელმა მითხრა რომ სულ 7 მუხლი მაქვს წაყენებული.
ახალმა ხელისუფლებამაც იგივე გზა შემომთავაზა… ანუ ბესელიას სიაში უნდა შევეყვანეთ და შევეწყალებინეთ… მე ამაზეც უარი ვთქვი და ახლა ამათმაც გადაწყვიტეს ჩემი დასჯა… საქმე გაყვეს ორად… ერთს ახლა იწყებენ და ელოდებიან მოვითხოვ თუ არა შეწყალებას… რომ არ მოვითხოვ, ალბათ ესენიც დაამატებენ რამეს, შვიდ მუხლზე ხომ არ გამაჩერებენ ?!,, აცხადებს გიორგი ალანია
რამდენიმე კვირის წინა, სენაკის პროკურატურის გამომძიებელმა ზაალ გაბელაიამ ალანიების ოჯახს აცნობა, პოლიტიკური დევნილი გია ალანიას საქმეზე სასამრთლო პროცესის დაწყების თაობაზე, თუმცა დღე და რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ, ყველაზე მთავრი– სახაზინო ადვოკატი აუყვანეს, რომელიც გიორგი ალანიასთან კონტაქტს ერიდება ან უარეს შემთხვევაში თავს იცავს.
სახაზინო ადვოკატის ქალაბატონ როზეტა ზარქუას ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, რომელიც არანაირ კომეტარს არ საჭიროებს. მანამდე კი ალანიამ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილია სახალხო დამცველის უწყების ხელმძხვანელი დახმარებას შეჰპირდა…. ახლა დაპირებული ინტერვის სახაზინო ადვოკატთან:
გამარჯობათ, საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის ” ჟურნალისტი გაწუხებთ დევნილ გიორგი ალანიას საქმესთან დაკავშირებით .
თქვენ ვინ ბრძანდებით გიორგისი?
მე ჟურნალისტი ვარ. ქალბატონო როზეტა, თქვენ ბრძანდებით მისი სახაზინო ადვოკატი?
მე მისი ადვოკატი ვარ და მის კონფიდენცილაობასთან მაქვს პრობლემა.
გიორგი ალანიას პირად ცხოვრებაზე არ გესაუბრებით, ვსაუბრობ მის საქმეზე, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და გაქვთ თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანთან კონტაქტი ?
ეს ადამიანი საქართველოში არ იმყოფება, არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მისი მეგობრები, ნათესავები მიკავშირდებიან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მეკითხებიან, მაგრამ ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე არანაირი უფლება არ მაქვს პასუხი გაგცეთ კითხვებზე. არანაირი კონტაქტი იმ პიროვნებასთან არ მაქვს.
თუ იცით , რომ გიორგი ალანია საქართველოში არ ცხოვრობს , სკაიპით დაკავშირება ხომ შეიძლება?
სკაიპით დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მიცდია.
რატომ?
დავუკავშირდები თუ მას სურვილი ექნება.
სასამრთლო პროცესი როდის გაიმართება?
ჯერ არაა ჩანიშნული. ამის თაობაზე მომწვდიან ინფორმაციას და ალბათ, ამის შემდეგ დავუკავშირდები.
ქალაბატონო როზეტა , თქვენ ის უნდა დაიცვათ და თქვენი მიზანია ეს პიროვნება გაამართლოთ. თუ მასთან არ გაქვთ კონტაქტი როგორ დაიცავთ? იქნებ ისეთი მტკიცებულებები აქვს, რომელიც არა აქვს სხვას?
მთავარია მის საქმესთან დაკავშირებით მისი ინტერესი დავიცვა.
თუ მასთან კონაქტი არ იქონიეთ , როგორ იცავთ მის ინტერესებს?
საქმე შემოსულია, როგორც დევნილი და დევნილს არ ვუკავშირდებით, ვუკავშირდებით მის ოჯახის წევრებს.
დევნილს არ უკავშირდებით რა ნიშნავს? აბა საქმის ვითარება როგორ უნდა გააცნოთ?! არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონდეთ?
კონაქტი როგორ არ უნდა მქონდეს?!
ხან მეუბნებით არ უნდა მქონდესო და ვერ გავიგე თქვენი პოზიცია…?
გამოძიების ეტაპზე სისხლის სამრთლის საქმე ჩავიბარე. გამოძიება დასრულებულია და გადაგზავნილია სასამართლოში, საქმის მასალებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. მიკავშირდებიან დევნილის ახლობლები და მეგობრები. საქმის მსველობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მათ ვაწვდი. მე არ ვარ ვალდებული, როგორც დევნილი ვეძებო გიორგი ალანია. მას აქვს უფლება სხვა ადვოკატი აიყვანოს. მე არ ვიცი მისი ადგილსამყოფელი და არც არაფერი.

284997_227145167322170_1044189_n
როგორც გიორგი ალანიამ „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა , მას სკაიპის საშუალებით ჰქონდა კონტაქტი სახაზინო ადავოკატთან, მაგრამ როგორც ალანია აცხადებს სახაზინო ადვოკატმა მას უარი განუცხადა საქმის მასალების გაცნობაზე იმ მოტივით რომ საქმე 4 ტომეულია და იგი ვერ მიაწვდიდა ამ მასალებს, ადვოკატმა ასევე უარი განუცხადა პოლიტიკური დევნლი გიორგი ალანიას ნდობით აღჭურვილ ადვოკატს მისცემოდა საქმის გაცნობის საშუალება. აქედან გამომდინარე გიოროგი ალანია უნდობლობას უცხადებს სახაზინო ადვოკატს და მის აცილებას მოითხოვს.

 

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჰოლივუდელმა რეჟისორმა რამზან კადიროვი მთავარ როლში გადაიღო