უხვი ნალექის გამო ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ქობულეთის მონაკვეთზე შეჩერდება

უხვი ნალექის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “საქართველოს რკნიგზა” განცხადებას ავრცელებს:
“უხვი ნალექების შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის (რეისი # 857. გამოსვლის დრო-08.00) მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს. შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მატარებელი ჩაქვიდან ბათუმის რკინიგზის სადგურში დაბრუნდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ავტოტრანსპორტით მომსახურეობა შესთავაზა, თუმცა საგზაო მონაკვეთებზე წყალდიდობის შედეგად არსებული რთული მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება გაუქმდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ბილეთის საფასური უკვე სრულად აუნაზღაურა. მოძრაობის აღდგენის შემთხვევაში მგზავრები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი GIPA-ს დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას ვიცავთ