უცნობი პუტინი – ძველი ნაცნობის თვალით

ყოფილი საბჭოთა მზვერავი იური შვეცი, რომელიც პუტინთან ერთად სწავლობდა აკადემიაში და ამჟამად აშშ-ში ფინანსური ანალიტიკოსია, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში პუტინის შესახებ საინტერესო მოსაზრებებს ახმოვანებს…
შვეცის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ პუტინი ატომურ ომს დაიწყებს, არის ნულის ტოლი… ,,რას ნიშნავს ატომური ომის დაწყება? ეს ნიშნავს, რომ ჯერ შენ უნდა დაარტყა მიწისზედა ბაზირებულ მიწინააღმდეგის ატომურ რაკეტებს და რასაც ვერ გაანადგურებ… შენი ქვეყნის მიმართულებით წამოვა, მაშინ უკვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით უნდა გაანადგურო შენსკენ მომავალი ყველა რაკეტა… საბჭოთა კავშირს არასდროს ჰქონდა პირველი ატომური დარტყმის პოტენციალი და რუსეთს ის მითუმეტეს არააქვს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი პირველადი ატომური დარტყმისა, მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ზუსტად ხვდება შენი რაკეტები მიზანს… საბჭოთა და ამჟამად უკვე რუსული რაკეტები დიდი სიზუსტით არასდროს გამოირჩეოდნენ… პუტინი, რომ მთლად გაგიჟდეს და გადაწყვიტოს ბირთვული იარაღით დარტყმა, მას მეგობრები უცბად შეუსწორებენ და მიახვედრებენ რა და როგორ ხდება, რადგან მას თავად ცოტა რამ ესმის ამ საქმის,, განაცხადა შვეცმა.
,,თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ ადამიანი, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ ქრება საზოგადოებრივი თვალსაწიერიდან 7-10 დღით, იმისათვის, რომ ბოტოქსით გაიჭყიპოს, ატომურ ომზეა წამსვლელი? ატომური ომი შიშთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ბოტოქსი დნება და ჟონვას იწყებს… ატომური ომი რომ დაიწყო, უნდა იყო მანიაკალური იდეით შეპყრობილი, პუტინი კი ორი მიწიერი სურვილის მონაა: გაიხანგრძლივოს ცხოვრება უსასრულობამდე და იყოს მუდმივად ხელისუფლებაში,, აცხადებს პუტინის დიდი ხნის ნაცნობი შვეცი, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე ,,დაიწყებს თუ არა პუტინი ფართომასშტაბიან ომს უკრაინასთან,,  უპასუხა, რომ ,,რუსული ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან უკიდურესად გაძლიერებულია და თუ პუტინი წავიდა შეტევაზე, რუსეთის ეკონომიკა მომდევნო სანქციებს ვერ გაუძლებს, თუმცა იდიოტის პროგნოზირება რთულია,,
შვეცის აზრით, რუსეთის ბედი დიდწილად დამოკიდებულია აშშ-ს პრეზიდენტზე, თუ ის ხელს მოაწერს ორ ქაღალდს… ,,პირველი: უმსხვილესი ამერიკული მონოპოლიები ნედლი ნავთობის, ობამაზე ახდენენ ზეწოლას რათა მან ექსპორტის უფლება გასცეს. თუ ობამა ამას ხელს მოაწერს… ნავთობი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაიაფდება. მეორე: შეკუმშული გაზის ექსპორტი. პირველი და მეორე შემთხვევაც კრემლის დასასრულია. ყოველგვარი ატომური ბომბის გარეშე, ამ ორი დოკუმენტით რუსეთი ინფარქტის მდგომარეობაში ჩაიძირება,, აცხადებს პუტინის თანაკურსელი, რომელის პროგნოზითაც პუტინის ხელისუფლების გახანგრძლივები შემთხვევაში, რუსეთი ან დაიშლება ან ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“დეფაქტო პრემიერს მოვუწოდებ გადადგეს”–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაახალი ეპოქის ნოე, ყაჩაღ ოლიგარქი–შალვა ნათელაშვილი