“სირცხვილია, რაც მოხდა ზუგდიდში. ყველა დასასჯელია, წამების ჩამდენიც, შემკვეთიც, კადრების გამავრცელებელიც” – ასეთ კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი “თაიმერთან” დღეს,ზუგდიდში გავრცელებული წამების კადრების სახალხო ჩვენების მოწყობის გამო.
სახალხო დამცველი ზუგდიდის ხელისუფლების მიერ გავრცელებული წამების კადრების სახალხო ჩვენებასთან დაკავშირებით ხვალ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებ-პორტალმა tube.ua სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, გამოაქვეყნა.ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით და წარწერით, „სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი.”
აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.