უჩა ნანუაშვილი: ამბასადორიალზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ვისაუბრებ

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

“ამბასადორიალის” ფარგლებში დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს სახალხო დამცველი იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, იგი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრებს.

„ყურადღებას გავამახვილებ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, ისევე როგორც მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებზე. ცალკე საკითხია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში არსებული გამოწვევები, შრომის ინსპექციასთან არსებულ პრობლემები, ვისაურებ საჯარო სექტორში მომხდარ გათავისუფლებაზე, რომელიც გასულ წელს გახდა განსაკუთრებით აქტუალური და ეს პრობლემა საზოგადოების წინაშე კვლავ დგას,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ  კონფლიქტურ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

 

banner
წინა სტატიაშიკახა იმნაძე: პრეზიდენტისა და პრემიერის გაეროში ვიზიტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე “ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის” ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს