უშიშროების საბჭოს მდივანი ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვს

უშიშროების საბჭოს მდივანი ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვს

უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილს იმედი აქვს, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად გამოიძიებენ.

იმერლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამის შემდეგ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო და სამდივნო იმსჯელებს მასში მონაწილე ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ ისინი არიან პარტიის წევრები.

“ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით პარტია ”ქართულმა ოცნებამ” უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ეს ინციდენტი. მეც შევუერთდები ამ მიმართვას. როდესაც მე ვიყავი პარტიის ხელმძღვანელი, გახსოვთ, დაახლოებით ასეთი ინციდენტის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, გარიცხული იქნენ პარტიის რიგებიდან. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს სწრაფად გამოიძიებენ და შემდეგ პოლიტსაბჭო და სამდივნო იმსჯელებს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ ისინი პარტიის წევრები არიან”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინს ავსტრიელი ექიმი მკურნალობს – ავსტრიის პრესა
შემდეგი სტატიაპირველი პირის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლობა არ დაესწრება-მანანა კობახიძე